00:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-05 15:22:10, 633 ნახვა

სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს

ავღანეთში „მტკიცე მხარდამჭერის“ მისიის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ალფა“ ასეულის V ოცეულმა ფარვანის პროვინციაში, სოფელ ჯარჩიში სკოლის მოსწავლეებს „ბასტი-ბუბუს“ საბავშო ბაღის აღსაზრდელების მიერ გაგზავნილი სასკოლო ნივთები და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. ქართული ოცეული ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობაზე ესაუბრა.

ჰუმანიტარული ოპერაცია ექვს საათს გაგრძელდა. სამშვიდობო ოპერაციაში ოცდასამმა ქართველმა და ხუთმა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. ოპერაციაში ხუთი ჯავშანმანქანა „მაქსპრო“ იყო ჩართული. ჰაერიდან ოპერაციის უსაფრთხოებას „აპაჩის“ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. ქართული ბატალიონი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics