2020-05-06 12:44:15, 12599 ნახვა
Lifestyle
სტუდია Netflix ახალ კომედიას Space Force მაისის ბოლოს გამოუშვებს (ვიდეო)
სტუდია Netflix ახალ მძაფრსიუჟეტიან კომედიას სახელად «Space Force» უკვე მაისის ბოლოს წარმოგვიდგენს.
სერიალში წარმოდგენილი სიუჟეტი მოგვითხრობს იმაზე თუ რა მოხდება, თუ ახალი არმიის დანაყოფის შექმნას აშშ-ს სამხედრო გენერალს და ექსცენტრიულ მეცნიერს ერთდროულად დავავალებთ. შოუს სცენარის შექმნაზე ცნობილი გრეგ დენიელსი და მსახიობი სტივ კარელი (რომელსაც სერიალში მთავარი როლი ერგო) შრომობდნენ.
Space Force-ში აგრეთვე ისეთ ცნობილ მსახიობებს ნახავთ, როგორებიც გახლავთ ჯონ მალკოვიჩი, ბენ შვარცი, ლიზა კუდროუ, ჯეინ ლინჩი და ჯიმი იანგი. პრემიერა 29 მაისს შედგება.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან