20:15 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 16:31:17, 585 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: მთავრობის არგუმენტგამოცლილი ბრალდებების ფასს, თითოეული მოქალაქე საკუთარი ჯიბით იხდის

„მთავრობის ყოვლად არგუმენგამოცლილი ბრალდებების ფასს, თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარი ჯობით იხდის“,-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი  ქადაგიძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის მისამართით მთავრობის წევრების მიერ გამოთქმული ბრალდების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ამ პროცესში ჩართვას მომავალშიც არ აპირებს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უპირობოდ მხარს უჭერს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ რეზერვების გამოყენება იქნებოდა გაფლანგვა. ამას ექნებოდა ძალიან უარყოფითი ეფექტი ეკონომიკისთვის  და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. დაჟინებით იყო მოთხოვნა ეროვნული ბანკის მიმართ.  არ წყდება კამპანია, შეტევა მონეტარული ინსტურმეტებისა და ზოგადად ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის, ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკისადმი. უკვე ტრადიციად იქცა მთავრობის სხვადასხვა წევრების და კოალიციის ლიდერების ყოვლადუარგუმენტო და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ კომიკური ბრალდებები. ჩვენ რა თქმა უნდა არც წარსულში და არც ახლა არ ვაპირებთ ამ ბრალდებებში ჩართვას. ვიზიარებთ იმ პასუხისმგებლობას რაც ჩვენ გვაკისრია. ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან მავნებელი და ცუდი ჩვენი ეკონომიკისთვის. ამ ყოვლად არგუმენტგამოცლილი ბრალდებების ფასს თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარი ჯიბით იხდის. ახლა არ არის ბრალდებების დრო, ახლა 24 საათიანი მუშაობისა და კონკრეტული შედეგის დადების დროა, რომელიც საბოლოო ჯამში შეამცირებს ჩვენ საზოგადოებაში არსებულ სოციალურ ტვირთს“,-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics