23:22 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 11:24:24, 814 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის, მეგი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ექიმის თქმით, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 16 პაციენტი გადის, საიდანაც ხუთი კორონავირუსით ინფიცირებულია.

„ამ ეტაპზე, ჩვენი კლინიკის ბოქსირებულ დეპარტამენტში მკურნალობას გადის 16 პაციენტი. აქედან ხუთი არის დადასტურებული შემთხვევა. ამ ხუთიდან სამ პაციენტთან არის პნევმონია და მათი მდგომარეობა საყურადღებოა. გუშინ დაგვემატა ერთი ბავშვი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა და დიაგნოსტიკური კვლევები დინამიკაში“, - განაცხადა მეგი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics