|
2015-01-20 13:39:07, 3328 ნახვა
კულტურა
ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2015 დაიწყო
"თიბისი ბანკმა“ ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყების შესახებ განაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა დღეიდან უკვე შეუძლიათ მწერლებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge. განაცხადების მიღება 5 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს. წელს პრემია „საბას“ დაჯილდოება მეცამეტედ იმართება. მასზე დასახელდება გასული წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები, 10 ნომინაციის მიხედვით: საუკეთესო რომანი; საუკეთესო პოეტური კრებული; საუკეთესო პროზაული კრებული; საუკეთესო პიესა; საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი; საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა; საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა; უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი; ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი; პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში www.saba.com.ge, სადაც კონკურსის მსვლელობის პარალელურად განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ. ჟიური მუშაობას 15 თებერვლიდან შეუდგება. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება დაჯილდოების ცერემონიამდე, სადაც საზოგადოება, გამარჯვებული ავტორების ვინაობასთან ერთად, ჟიურის წევრთა ვინაობასაც შეიტყობს. საპრემიო ფონდი, რომელსაც თიბისი ბანკი გამარჯვებულ ავტორებს გადასცემს, 44 ათასი ლარია. ცნობისთვის, პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა „თიბისი ბანკმა“ და პენ ცენტრმა. პროექტის მუდმივი პარტნიორია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)