11:06 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 10:45:03, 388 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მე-4 ასეულის პატრულ-ინსპექტრორებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აქციის „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში სისხლი კვლავ გაიღეს.

"შს სამინისტრო უკვე მეორე წელია მ.იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“ აქტიურად თანამშრომლობს და უწყებასათან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ისე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გარდა წინასწარ დაგეგმილი აქციებისა, საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკულ სიტუაციებში, შეტყობინებისთანავე აბარებენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობის გადასარჩენად.

აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება",-განმარტავენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics