18:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-13 09:35:06, 914 ნახვა

კომენტარი
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.

"უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვება დიდი იმედია, მაგრამ ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები: ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის." - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მარცხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ორბანს აზრად არ მოსვლია ოპოზიციის გაუქმება. 

"სტატუსები შემოხვდა, მაგიარი რეგიონებში დადიოდა მაგიტომ მოიგოო. რა თქმა უნდა, ხალხთან საუბარი აუცილებელია მაგრამ ბევრი სხვა ფაქტორია რაც ორბანის მმართველობას განასხვავებს ივანიშვილის რეჟიმისგან.

მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი. უფრო ვრცლად ჩემს სტატიაში შემოგთავაზებთ რომელიც მალე გამოქვეყნდება ერთ-ერთ საერთაშორისო ანალიტიკურ ჟურნალში.

მსგავსება ვიცით: დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, რუსული ნარატივები ომზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

მაგრამ უნგრეთში , საქართველოსგან განსხვავებით:

 ორბანს აზრად არ მოსვლია ოპოზიციის გაუქმება. ივანიშვილი კი პირდაპირ გვეუბნება – ოპოზიციას ავკრძალავ და გავასამართლებო. ეს უკვე დიქტატურაა.

 ორბანს არ ჰყავს დასახიჩრებული მოქალაქეები და ციხეში გამომწყვდეული პოლიტიკური ოპონენტები. ივანიშვილი ფიზიკურ ტერორზე დგას.

 უნგრეთში მოსამართლეები მაინც ევროპულ ჩარჩოში არიან, მიუხედავად იმისა რომ ორბანი გავლენას ინარჩუნებდა, სასამართლო კლანი ასე მკაფიოდ არ ჩამოყალიბებულა.

ჩვენთან კი სასამართლო ერთი მაფიოზური "კლანია", რომელიც პირდაპირ სადამსჯელო რაზმია.

 "კანონიერი ქურდები" და ქუჩის მაფია – ეს არის "ოცნების" საარჩევნო მანქანა. უნგრეთში ეს არ ყოფილა.

 სიღარიბე, როგორც იარაღი: ხალხს შიმშილის ზღვარზე ამყოფებენ, რომ მერე შემწეობის მოხსნით დააშინონ და ხმები გამოგლიჯონ. უნგრეთის ეკონომიკა დაახლოებით 7 ჯერ მეტია ვიდრე ჩვენი.

რუსული კანონი: ორბანს ევროპულმა სასამართლომ ეს კანონი გააუქმებინა. საქართველოში – სამოქალაქო სექტორის ფიზიკური განადგურება უნდათ.

პირადობის მოწმობების ჩამორთმევაც ქართული "ნოუ- ჰაუა"

არც მაგიდის ქვეშ შემძვრალი მასწავლებლები ჰყოლიათ უნგრეთში. არც პატიმრებით და პრობაციონერებით ვაჭრობა ყოფილა.

შიში საქართველოში სისტემური იარაღია, უნგრეთში კი — უფრო გვერდითი მოვლენა. სწორედ ამიტომ, პეტერ მაგიარმა შეძლო ხალხის ასე სწრაფად მობილიზება — მათ შიშის ბარიერი უფრო დაბალი ჰქონდათ გადასალახი. ჩვენთან კი, პირველ რიგში, ამ ტოტალური ფიზიკური და ეკონომიკური ტერორის გატეხვაა საჭირო.

და მთავარი: უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

უნგრეთმა შეძლო და ჩვენც შევძლებთ – ოღონდ ილუზიების გარეშე! - წერს ანი წითლიძე.

საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მალევე, 12 აპრილს, ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და ოპონენტ პიტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა. უნგრეთის ოპოზიციის ლიდერს გამარჯვებას ულოცავენ მსოფლიო ლიდერებიც. ამ დროისთვის ხმების თითქმის 98%-ია დათვლილი და ოპოზიციური პარტიას - Tisza ხმების 53,59%, ორბანის პარტიას - Fidesz კი - 38,82% აქვს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics