19:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-10 20:19:18, 4090 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას რეჟიმმა მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების მონახულების უფლება არ მისცა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ხუან პონსო სამპიეტროს საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა ნებართვა, ენახა მომიტინგეები და გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვთხოვეთ ნებართვა ციხეში პატიმრების, განსაკუთრებით სახაროვის პრემიის ლაურეატის [მზია ამაღლობელის] მოსანახულებლად.

ჩვენ ეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს გავუზიარეთ. მათ კი უპასუხეს: „არა“.

ჩვენ ვეთანხმებით, რომ მთავრობას აქვს უარის თქმის უფლება, მაგრამ ვთხოვეთ, რომ ეს საკითხი განიხილონ.

ჩვენ გვჯერა, რომ თუ თქვენ აწარმოებთ ან გეგმავთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს (ეს საკითხი განვიხილეთ), მაშინ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოთ...

ვფიქრობ, რომ არსებული ვითარება, რომელსაც ვხედავთ, გვაიძულებს, ვუთხრათ მთავრობას, რომ მათ, სულ მცირე, უნდა განიხილონ [პატიმრების] გათავისუფლება“, - განაცხადა სამპიეტრომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics