20:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 17:11:09, 934 ნახვა

კომენტარი
ჰემონდი: საქართველოში განხორციელებული ცვლილებები, ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ნაწილია

 ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა  პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან  შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობზე  და ამ პროცესში  განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

ჰემონდის თქმით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს:

„მსურს, ყურადღება გავამახვილო იმ საკითხზე, თუ რა ეტაპზე იმყოფება საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.  ჩვენ, რასაკვირველია,  ვაფასებთ იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც ხორციელდება.ცვლილებები, რომელიც თქვენ განახორციელეთ საქართველოში,  სარგებელს მოუტანს  თიოთოეულ მოქალაქეს და ეს გახლავთ იმ პროცესის ნაწილი, რომ თქვენ უახლოვდებით ევროკავშირს და  ასევე ესაა აუცილებელი  ფაქტორი, რომ საქართველო გახდეს უფრო უსაფრთხო  და ჩვენ განვაგრძობთ ამ პროცესების მხარდაჭერას“,-განაცხადა ფილიპ ჰემონდმა.

რაც ხეეშება კონფლიქტის მოგვარებას რეგიონში, ჰემონდის განცხადებით, აღიარებენ, რომ ადამიანები გარკვეულ  პრობლემებსა და გამოწვევებს აწყდებიან.

„არც ისე მარტივი გახლავთ ამ გამოწვევების მოგვარება“,-დასძინა  ფილიპ ჰემონდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics