13:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-23 13:05:20, 11975 ნახვა

სამართალი
თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი, სუს ცხელი ხაზით დაუდასტურეს

დღეს ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია.

„დღეს ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი; მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”,- აცხადებენ სუს-ში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელსაც „ჯაშუშობაში“ ადანაშაულებენ, არის სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობა საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ წუხელ სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ვინაობის დასახელების გარეშე.

ის, რომ დაკავებულია მეარაყიშვილი, „ეხო კავკაზას“ ცხინვალში წყარომ დაუდასტურა. ინფორმაციას ასევე ავრცელებს გამოცემა „კავკაზსკი უზელი“.

გამოცემის ცნობით: გუშინ საღამოს მეარაყიშვილმა მეგობრებს ტელეფონით შეატყობინა, რომ უცნობი პირები ცხინვალში მის ბინაში აივნიდან შეიჭრნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა.

საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მეარაყიშვილი ბინას ქირაობს, უსაფრთხოების ძალებმა ალყაში მოაქციეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით („ჯაშუშობა“), რაც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics