19:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 18:45:43, 455 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: ქუცნაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის წევრს  ზაქარია ქუცნაშვილს  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონია.
„საერთოდ მე არ მახსოვს, რომ  ზაქარიას ამ საკითხთან მიმართებაში,  რაღაც ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონოდა. ასე, რომ ეს თემა არ არის  აქტუალური“,-აღნიშნა ვოლსკიმ.
ამასთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გავლას აზრს მოკლებული უწოდა.
„ჩვენ შევთანხმდით კრიტერიუმებზე და მათ შორის  ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო  ის, რომ  წარმოდგენილ კანდიდატურას არ უნდა ჰქონოდა პოლიტიკური ბეგრაუნდი. მე ვფიქრობ, რომ კოლეგებს შორის  მითუმეტეს ასეთ ძალიან მგრძნობიარე თემაზე  პოლიტიკური კონსულტაციები  ურიგო არ იქნებოდა, თუმცა  როდესაც წარგადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოსტ- ფაქტუმ კონსულტაციების გავლა აზრს მოკლებულია“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ,რომ 11-მა აკადემიურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილი დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics