19:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 17:22:23, 608 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ტრაგიკულად დაღუპულმა პოლიციელებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი თავდადებისთვის მადლიერი ვართ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბორჯომში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა დაღუპული პოლიციელის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს და მის კოლეგებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომელიც გვიცავს თითოეულ ჩვენგანს, იცავს ჩვენს სიმშვიდეს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მათგანის სიცოცხლე ასე ტრაგიკულად სრულდება; მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მადლიერი ვართ მათი თავდადებისათვის და პატივს ვცემთ მათ ღვაწლს“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
დაკრძალვაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც იმყოფებოდა, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმა და აღნიშნა, რომ მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.
გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics