16:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 17:36:24, 1648 ნახვა

კომენტარი
რესპუბლიკურის დირექტორი - გეგმა, რომ შენობა გაიყიდება ან სხვა სახის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, არ არსებობს

არანაირი გეგმა იმის თაობაზე, რომ ამ ტერიტორიაზე რამე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება არ არსებობს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თანამშრომლების ვნებათაღელვა გამოიწვია იმ საკითხმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ, იქამდე, სანამ ახალი შენობის აშენება ან განახლება მოხდება, ამ ყოველივეზე პასუხი კი მათ, სამინისტროს ოფიციალური განაცხადით მიეწოდებათ.

"არანაირი გეგმა იმის თაობაზე, რომ ამ ტერიტორიაზე რამე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, რომ რესპუბლიკური გაიყიდება როგორც ქონება და აქ სხვა რამ აშენდება, ასეთი განზრახვა არ არსებობს. აქ საუბარი მიდის იმ ძირითად ნაწილზე, რაც მათ აღელვებს, რომ როგორი იქნება მათი შემდგომი ბედი იმ პერიოდში, რაც დასჭირდება ახალი შენობის აშენებას ან განახლებას. ეს საკითხები მათ მიეწოდებათ სრულად ინფორმაციის სახით. სამინისტრო ამის თაობაზე გააკეთებს საჯარო განაცხადს", - განაცხადა ავალიანმა.

შეგახსენებთ, 21 მარტს გავრცელდა ღია წერილი, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics