2015-01-28 13:53:14, 477 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტის პრევენციის მიზნით, 300-მდე სტომატოლოგიური კლინიკა შემოწმდა
„C ჰეპატიტის პრევენციის მიზნით, 300-მდე სტომატოლოგიური კლინიკა შემოწმდა“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სტომატოლოგიურ კლინიკებსა და კაბინეტებს შენიშვნების გამოსასწორებლად ორთვიანი ვადა მიეცათ.
ვალერი კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ასევე ტატუს გაკეთებისა და სილამაზის სალონების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგივე პროცესი აღნიშნულ ობიექტებსაც შეეხება.
კვარაცხელიას განმარტებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათს ტატუსა და სილამაზის სალონების ზუსტი აღრიცხვა და მათი კონტროლი მოხდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან