14:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 19:55:16, 8599 ნახვა

ომი უკრაინაში
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში პირველი გამოჯანმრთელებული გვყავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფორმატში განიხილეს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული სიტუაცია და გამოწვევები. შტაბის მუშაობაში ჩართული არიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტების მერები, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი.

„გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, დღეს აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული პაციანტი, რომელმაც დაამარცხა ვირუსი. შემდეგი დღეები, განსაკუთრებით აპრილის თვე იქნება ურთულესი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში, გვაქვს შიდა გადაცემები, რაც არის განგაშის საფუძველი. თუმცა საბედნიეროდ სიტუაცია არის მართვადი და გვაქვს კონტროლზე აყვანილი. გვმართებს ათასჯერ მეტი სიფრთხილე და ყურადღება.

რაც შეეხება კონკრეტული საწარმოების მუშაობას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სადაც არ არსებობს კონკრეტული რისკები ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ ამ საწარმოების მუშაობის გაგრძელება. სტანდარტულად კი საწარმოებს და იმ ტიპის დაწესებულებებს, სადაც არის რისკი, მოუწევთ დროებით შეაჩერონ ეს საქმიანობა.

ჩვენ ვემზადებით მათ შორის ყველაზე ცუდი სცენარისთვის და აქცენტი სწორედ სამედიცინო სექტორზე კეთდება.  ე.წ. შეკავების ეტაპი ეფექტიანად და მინიმალური დანაკარგებით გავიარეთ. როგორც ჰოსპიტალური ჯანდაცვის კუთხით, ასევე მედპერსონალის მზადყოფნის კუთხით, ქვეყანაში და რეგიონში არის აბსოლუტური  მზადყოფნა.

მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა დარჩნენ სახლში და რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ინფექციის და შემთხვევების ზრდას, ჩვენი ჯანდაცვის სექტორი მთლიანად მზად არის, რომ უპასუხოს ამ გამოწვევას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ შტაბის სამუშაო შეხვედრაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics