|
2015-01-23 18:20:29, 588 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაცია ყირიმის ოკუპაციის ტოლფასია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულების" რუსეთის ფედერაციის დუმის მიერ რატიფიკაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მოსკოვში რუსეთის ფედერაციის დუმამ რატიფიკაცია გაუკეთა 2014 წლის 24 ნოემბერს სოჭში მოსკოვსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელმოწერილ ე.წ. „ხელშეკრულებას". საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ყირიმის ოკუპაციის ტოლფასი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. „ხელშეკრულების" რატიფიკაციის გამო და აცხადებს, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რითაც რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, და არ შეიძლება წარმოადგენდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, გაფორმდეს აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკასთან ე.წ. „ხელშეკრულება" საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, არ შეიძლება წარმოშობდეს რაიმე სამართლებრივ შედეგებს და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)