11:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 17:52:05, 1542 ნახვა

სხვადასხვა
ხმაური ერევნის მერიაში - მერს აყროლებული წყალი გადაასხეს, ქალი დეპუტატი კი, სცემეს (ვიდეო)

ერევნის მერიაში გამართულ სხდომაზე მმართველი გუნდის (რესპუბლიკური პარტიის) წევრებმა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მარინა ხაჩატრიანი სცემეს, - ამის შესახებ News.am იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქციამ ნუბარაშენის რაიონში აღებული წყლის ნიმუში მიიტანა. ოპოზიციონერი დეპუტატების მტკიცებით, ნუბარაშენის რაიონში წყლის რეზერვუარის გამო, უსიამოვნო სუნი დგას.

მედიის ცნობით, ოპოზიციონერმა, მარინა ხაჩატრიანმა  წყლის სინჯი მერს მიაწოდა. ამ დროს მასთან მმართველი პარტიის წევრები მივიდნენ და სინჯის წართმევა სცადეს. საბოლოოდ წყალი მერის მაგიდაზე დაიღვარა. ამის შემდეგ, "რესპუბლიკელებმა" ოპოზიციონერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

დაპისირპირების ამსახველი ვიდეო მასალა მედიაში მალევე გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ მმართველი გუნდის წევრები მარინა ხაჩატრიანს დარბაზიდან მიათრევენ და პერიოდულად თავში ურტყამენ. დაპირისპირების შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, ხოლო დაცვამ ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო მისული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics