2015-04-30 16:31:10, 460 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჯენგიზ მ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სარფში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან