02:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 10:18:59, 831 ნახვა

სხვადასხვა
პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხილვას იწყებს

პარლამენტი ,,ევროპული საქართველოს’’ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხილვას იწყებს. ,,ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, როგორც პარტიაში აცადებენ, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. პროგრამა 2 ძირითად პრინციპს - გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა. პროგრამის 7 პუნქტი გულისხმობს, რომ:

ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი განახევრდეს

დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს; ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ

უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს

საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე, 2019 წლიდან - 12.5%-მდე, 2020 წლიდან - 10%-მდე

განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე

იმპორტის გადასახადი გაუქმდეს

საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს

",,ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება შეღავათს მისცემს ათასობით მაღაზიას, კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობს, სილამაზის სალონის, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა და სხვა წვრილ საწარმოს, აგრეთვე, გარე მოვაჭრეებს და, ჯამში,  შედეგად მოგვცემს: ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას; სამუშაო ადგილების შექმნას; კეთილდღეობის ზრდას",-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics