11:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 17:41:09, 755 ნახვა

სამხედრო
იზორია: იგეგმება ექსპერტის ჩამოყვანა საფრანგეთიდან, რათა მომავალი წლის გეგმა გაიწეროს

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას სამხედრო ავიაციის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა და მიწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.

როგორც იზორიამ აღნიშნა, ახლო მომავალში იგეგმება ექსპერტის ჩამოყვანა საფრანგეთიდან, რათა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა გაიწეროს.

„ვულოცავ პირად შემადგენლობას დღევანდელ დღეს. განსაკუთრებით გულისწუხილი გამოვხატე იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დანაკარგი აქვს ამ დანაყოფს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს. ისინი გამოირჩევიან ძალიან დიდი პროფესიონალიზმით. მათ გავაცანით ჩვენი გეგმები. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან ამბიციური გეგმის განხორციელებას, რომელიც უკავშირდება საჰაერო თავდაცვითი სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში და ამ თვალსაზრისით ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ფრანგულ მხარესთან. ახლო მომავალში იგეგმება ექსპერტის ჩამოყვანა საფრანგეთიდან, რათა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა გაიწეროს. ეს დანაყოფი იქნება სწორედ ის დანაყოფი, რომელიც ამ ამბიციურ გეგმას განახორციელებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახლო მომავალში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს ქართული სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. 24-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ალექსეევკის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics