08:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 17:37:55, 720 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძემ EUCOM-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის (EUCOM) პროგრამის - „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში გაიმართა და მას ამერიკის ევროპული სარდლობის პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსები დაესწრნენ.

კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ღონისძიების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჟურნალისტმა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსთან ინტერვიუ ჩაწერა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics