19:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 14:56:29, 659 ნახვა

სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა „ძლიერთა თამაშებში“ ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა საერთაშორისო შეჯიბრება „ძლიერთა თამაშების“ ფარგლებში გამართულ მჯდომარე ფრენბურთის მატჩში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველი სამხედროები ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთის გუნდთან, ანგარიშით 2-1 დამარცხდნენ. ხოლო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 2-0 დაამარცხეს.

ამ დროისთვის მოასპარეზე ქართველი სამხედროების ანგარიშზე კიდევ ერთი პრიზი, ვერცხლის მედალი ირიცხება, რომელიც 100 მეტრზე სირბილში სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა მოიპოვა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობენ.

ცნობისთვის, საერთაშორისო შეჯიბრება უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში იმართება. სპორტული ღონისძიება 8 მაისს დაიწყო და 12 მაისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics