14:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-10 15:50:24, 819 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სამხრეთ ამერიკის Mercosur ბლოკთან

ევროპული საბჭოს მნიშვნელოვანი შეთანხმება - ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სამხრეთ ამერიკის Mercosur ბლოკთან. მოლაპარაკებები 25 წელზე მეტხანს გაგრძელდა.

გარიგების გაფორმება დაგეგმილია 17 იანვარს პარაგვაიში. ევროკომისია, გერმანია და ესპანეთი მიიჩნევენ, რომ შეთანხმება დაეხმარება ევროპულ ბიზნესს აშშ-ს ახალი ტარიფებისგან ზარალის ანაზღაურებაში და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში.

საფრანგეთი და ევროპელი ფერმერები ეწინააღმდეგებოდნენ შეთანხმებას, ლათინური ამერიკიდან იაფი პროდუქტების შემოდინების შიშით…

თუ შეთანხმება ძალაში შევა, ის გახდება ყველაზე დიდი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირისა და  Mercosur ისტორიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics