19:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-07 17:18:33, 1024 ნახვა

სამართალი
რეჟიმის სასამართლომ გზის გადაკეტვის ბრალდებით, ორი პენსიონერი ციხეში გაუშვა

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გზის გადაკეტვის საქმეზე 72 წლის პენსიონერი, შშმ პირის სტატუსის მქონე იოსებ ხეოშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა.

შშმ პირის სტატუსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პატიმრობას გამორიცხავს.

იოსებ ხეოშვილის წინააღმდეგ შსს-მ სულ ხუთი საქმე აღძრა, საქმეების განხილვა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოსამართლესთან გაიმართა. ის ერთხელ უკვე დაჯარიმებულია 5 000 ლარით - ჯამში 10 000 ლარის ჯარიმა აქვს გადასახდელი.

იოსებ ხეოშვილი მარტოხელაა, ჰყავს მხოლოდ დეიდა, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემების გამო, გადაადგილება უჭირს.

გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე აქციების აქტიურ მონაწილეს, 76 წლის გურამ ქუხილავას, გზის გადაკეტვის საბაბით 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

როგორც მისმა ადვოკატმა მარიამ კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ იშუამდგომლეს, რომ მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგლულიყო, რაც თორნიკე ქოჩქიანმა არ გაიზიარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics