22:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 15:02:53, 1086 ნახვა

მსოფლიო
ბელგიის პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ 1 პირი დააკავა

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილე ეჭვმიტანილი 24 წლის ნაზიმ ლააშრაუი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, დაკავებული პარიზის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნაშიცაა ეჭვმიტანილი. მისი ვინაობა დრეს დილით გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ნაზიმ ლააშრაუმის გარდა კიდევ ორი პირი დასახელდა. ესენი არიან, ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუი. 27 და 30 წლის ძმები ბელგიის პოლიციისთვის ცნობილი იყვნენ. მათ 15 მარტის ჩატარებული სპეც-ოპერაციის შემდეგ ეძებდნენ.

ცნობისთვის, გავრცელდა სამი ეჭვმიტანილის ვიდეომასალაც, რომელიც ბრიუსელის აეროპორში სათვალთვალო კამერამ ტერაქტების სერიამდე ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics