15:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 12:50:40, 716 ნახვა

საზოგადოება
სურსათის სააგენტოს უფროსი - დღეს, დახლებზე განთავსებული რძე უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პარტია, რომელიც იმპორტირებული იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, შემოწმებული იქნება, კერძოდ “ორმაგი ფილტრი იქნება ჩაყენებული”.

ამასთან, ჩეკურაშვილი განმარტავს, რომ ბაზრიდან სრულად არის ამოღებული ”სოფლის ნობათის” ის პარტია, რომელშიც აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა.

„კომპანია “სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე მყისიერად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, კომპანიასთან ერთად დაიწყო სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ამ პარტიის ამოღება.

დღეს, ეს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სრულად არის ამოღებული. არის კითხვები, დახლებზე არსებულ პროდუქტებზე. მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი ისე იმპორტირებული არის სტანდარტებთან შესაბამისი, უვნებელია და რისკს არ შეიცავს”,- აღნიშნავს ზურაბ ჩეკურაშვილი.

ცნობისთვის, იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, შედეგად პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა განხორციელდა. „აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics