23:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 13:57:28, 877 ნახვა

კომენტარი
ალექსი პეტრიაშვილი: დაკავებულთან არანაირი პიროვნული გადაკვეთა არ მქონია

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, მის თავდასხმაში ბრალდებულ  ლევან მექაბიშვილთან არანაირი პიროვნული გადაკვეთა არ ჰქონია.

როგორც პეტრიაშვილმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდასხმის მოტივი მისთვის უცნობია. პეტრიაშვილი  ამბობს, რომ სანამ დამკვეთი და მეორე შემსრულებელი  არ გამოვლინდება, საქმე გახსნილად არ ჩაითვლება:

„ჩვენ გადაკვეთები არ გვქონია, წარმოდგენა არ მაქვს ამ სახელზე და გვარზე. არავითარი პიროვნული გადაკვეთა მე მაგ ადამიანთან არ მქონია.წავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების საბრალდებო დასკვნები, მოტივაციები და და ვერ მივბაძავ მათ ამ "მჭერმეტყველებაში".გამოძიებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოძიოს მოტივი. გამოძიება არ იქნბა დასრულებული და საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე  შემსრულებელი და დამკვეთი.უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის და  არა ჩემთვის",-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის  საქალაქო სასამართლომ   ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს   აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა  შეუფარდა.

მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა.

შეგახსენებთ,  გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics