17:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 19:47:50, 1036 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან  ერთად, შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს ორგანიზებით, ჩატარდა გრიპის ვაქცინაცია და ინტეგრირებული სკრინინგი - C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და  ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისათვის.

“მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს. მოგეხსენებათ, რომ  რამდენიმე თვის განმავლობაში შუბნის სამედიცინო ამბულატორიაში იყო ექიმის დეფიციტი, უკვე ორი თვეა სოფლის ექიმის პოზიციაზე დაინიშნა კვალიფიციური ექიმი, მოსახლეობას  პირველადი სამედიცინო მომსახურება სრულად მიეწოდება. შეხვედრის ფარგლებში მოვისმინეთ ადგილობრივების საჭიროებები, მივაწოდეთ ინფორმაცია ჯანდაცვის სერვისებზე, ვისაუბრეთ 2024 წელს დაგეგმილ სიახლეებზე, მომავალ წელს დაიწყება აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მოიალაღეების ავადობის კვლევა”, - განაცხადა, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია ადგილობრივების საჭიროებების, პრობლემური საკითხების ადგილზე შესწავლა და მყისიერი რეაგირება.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics