19:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 11:16:18, 1150 ნახვა

სამხედრო
რუსმა ოკუპანტებმა ღამით დნეპრი და პოლტავა დაბომბეს

პოლტავას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლუნინმა გაავრცელა ინფორმაცია, პოლტავასა და რეგიონის მეორე ქალაქ კრემენჩუგზე სარაკეტო თავდასხმებზე. გარდა ამისა, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს დნეპრი. 

პოლტავას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლუნინმა დილის ტელევიზიით განაცხადა, რომ თავდასხმა ორ „ინფრასტრუქტურულ ობიექტზე“ პოლტავაში განხორციელდა დაახლოებით დილის 2:00 საათზე სულ მცირე ოთხი რაკეტით.

დილით, ლუნინის თქმით,  წინასწარი მონაცემებით, სამი რუსული თვითმფრინავი თავს დაესხა კრემენჩუგის სამრეწველო საწარმოებს.  დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია დაუდგენელი რჩება.

ამ ღამით დნეპერზე სარაკეტო შეტევაც განხორციელდა, ამის შესახებ შაბათს დილით დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

რეზნიჩენკოს თქმით, დნეპერში რაკეტები მოხვდა გარკვეულ „ინფრასტრუქტურულ ობიექტს“, დაშავდა ორი ადამიანი. გარდა ამისა, როგორც ადმინისტრაციის უფროსი წერს, დარტყმა მიაყენეს კრივოი როგს და ის ბენზინგასამართ სადგურს მოხვდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

რეზნიჩენკო ასევე აცხადებს, რომ უკრაინელმა საზენიტო მსროლელებმა ღამით ჩამოაგდეს ოთხი საკრუიზო რაკეტა და ერთი მტრის დრონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics