09:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 19:33:31, 628 ნახვა

კომენტარი
შარლ მიშელი - ერთი თაობის დროს თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის მანძილი უპრეცედენტოდ შემცირდა

„ერთი თაობის დროს თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის მანძილი უპრეცედენტოდ შემცირდა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიული მმართველობა არა მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა, არამედ არის ინსტრუმენტი მრავალი შესაძლებლობის გამოყენების.

„საქართველო, მოლდოვა და უკრაიანა უკვე 30 წელია, დამოუკიდებელი არიან. ერთი თაობა, რომელმაც ძალიან ძლიერი ძალისხმევით მიაღწია წინსვლას, ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე, და ეს არ ყოფილა იოლი გზა. ეს სულისკვეთება მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, აგრესიის, გამოწვევების ფონზე და პირობებში. ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას…ვახსენე ერთი თაობა დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი არის თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორი უფრო მეტი დემოკრატიისთვის, უფრო მეტი სტაბილურობისთვის და მეტი კეთილდღეობისთის, და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნის მოსახლეობის სასარგელოდ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics