18:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 12:39:07, 711 ნახვა

კომენტარი
ნოდარ მელაძე - გუშინ საღამოს დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივად დაიძინა, დღეს დილით შევიდა დედა და ლექსო იყო უკვე გარდაცვლილი

„გუშინ საღამოს დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივად დაიძინა, დღეს დილით შევიდა დედა და ლექსო იყო უკვე გარდაცვლილი“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ საინფორმაციოს უფროსმა ნოდარ მელაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლექსოს ჰქონდა ძლიერი ტკივილები, რადგან სახის ძვლები ჰქონდა ჩამთვრეული.

„დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენთვის. ლექსო იყო ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკად ნაცემი.

კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ბოლოს, პარასკევს ვნახე. ტკივილები ჰქონდა ძლიერი, იმიტომ რომ სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.

დედა როგორც ჰყვება, გუშინ საღამოს დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივად დაიძინაო, არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდაო.

დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო იყო უკვე გარდაცვლილი“,  - განაცხადა ნოდარ მელაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics