2021-06-03 22:54:44, 797 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან და სენატორებმა გვითხრეს, რომ შეიძლება ამაზე საუბარი
„ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან და მათ გვითხრეს, რომ შეიძლება ამაზე საუბარი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამხელა მეგობრები გვყავს ჩვენი ამერიკელი მეგობრების სახით. სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში.
როცა მკითხეს, რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში - ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის შიმშილი, მართლა ასეა და ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან და მათ გვითხრეს, რომ შეიძლება ამაზე საუბარი, ამის განხილვა და ყოველშემთხვევაში დისკუსიის დაწყება ამაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,