11:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 09:52:16, 9203 ნახვა

სხვადასხვა
ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი სამოძრაო სქემით სატესტო მოძრაობა დაიწყო

ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სამოძრაო სქემით სატესტო რეჟიმში მოძრაობს.

30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში, 00:30-დან  04:00 საათამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც  ფარავს ჭავჭავაძის გამზირს და მიმდებარე ტერიტორიას,  ახალი სქემის მიხედვით იმოძრავებს. სატესტო პროცესში მუნიციპალური ავტობუსების 12  საავტობუსე ხაზის ყველა მძღოლი იქნება ჩართული.

1 აგვისტოდან კი, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სქემის მიხედვით დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას და სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში იმოძრავებს.

მუნიციპალური ავტობუსების სატესტო პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი მოადგილესთან, პაატა ბეჟანიშვილთან ერთად დაესწრო.

 „დღეიდან, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების მოძრაობის ტესტირება ახალი სამარშრუტო სქემით იწყება. ტესტირებას გაივლის ყველა იმ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლი, რომელიც ამ მარშრუტებზე მოძრაობს. ეს არის სტანდარტული პროცედურა - ყველა მარშრუტზე რაიმე სიახლე როდესაც ინერგება, მძღოლების წინასწარ მომზადება ხდება. ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და 1 აგვისტოდან, ავტობუსები მოძრაობას დაიწყებენ ახალი სამარშრუტო სქემით“,  - განაცხადა გიორგი შარკოვმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics