2015-01-26 15:12:07, 486 ნახვა
სამართალი
ახმეტაში უკანონოდ მოჭრილი ცაცხვისა და მურყანის ჯიშის სამასალე მერქანი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ორვილის ხეობაში, დაუდგენელი პიროვნებების მიერ უკანონოდ მოჭრილი ცაცხვის და მურყანის ჯიშის სამასალე მერქანი გამოავლინეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარმეოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 3000 ლარამდე შეადგინა.
აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან