22:32 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 09:42:17, 627 ნახვა

სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 560 აბი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 560 აბი ამოიღო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ერთი პირი დააკავეს.

„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროუპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული მუხრან ა. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 560 აბი სამედიცინო პრეპარატი „აქტიფედი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 33,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება ფსევდოეფედრინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროუპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics