|
2020-01-27 19:11:13, 7695 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს
„ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვაა, ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი კი, სამხედრო მოსამსახურეებისადმი თავდაცვის სამინისტროს დამოკიდებულების ერთგვარი სიმბოლოა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცენტრი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც დაჭრილ-დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახები შეძლებენ როგორც რეაბილიტაციას, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებებისთვის მომზადებას. „ჩვენს გმირ სამხედროებს მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ აუცილებლად შევასრულებთ ყველა სიტყვას და ყველა დაწყებულ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ, რათა მათი პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენ ყოველთვის ვართ და ვიქნებით მადლიერები თქვენი გაწეული ღვაწლისთვის და გმირობისთვის,“ - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ამერიკელ სამხედრო ექიმებს, რომელთა პროფესიონალიზმმა და თავდადებამ, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს სიცოცხლე შეუნარჩუნა. „სამწუხაროდ მშვიდობისთვის ბრძოლას ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს. ჩვენ ყოველთვის ქედს ვიხრით ყველა იმ გმირის წინაშე, რომელიც სამშობლოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. ამასთანავე, ჩვენ არაერთი გმირი სამხედრო გვყავს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მსოფლიო მშვიდობა. თითოეულ ჯარისკაცს მადლობას ვუხდით მადლობას სამშობლოს ერთგულებისთვის. მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დახმარებისთვის, თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)