00:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 14:26:23, 15490 ნახვა

Lifestyle
2 წლის მანძილზე McDonalds-ის თანამშრომელი კლიენტებს ზედმეტ „ნაგეთსს“ ჩუქნიდა

Heart Half Full პოდკასტის ავტორმა კოუდი ბონდარჩუქკმა სოც. ქსელ „ტვიტერზე“ შემდეგი სტუსი დაწერა:

"I worked at McDonald’s for two and a half years and I put 11 nuggets in almost every 10-piece I made"

("მაკდონალდსში ორწელიწადნახევრის მანძილზე ვმუშაობდი და თითქმის ყოველჯერზე ათის მაგივრად თერთმეტ "ნაგეთსს" ვდებდი)

ახალგაზრდა მამაკაცის პოსტმა 890 000 მოწონება და 78 000 გაზიარება მოაგროვა. მას უკვე "ფან-კლუბი" ჰყავს, სადაც მასზე "მემებს" აკეთებენ. სოც.ქსელის მომხმარებლებმა ბონდარჩუკი "მშიერთა მფარველ ანგელოზად","ცხიმიან გმირად" და "ნაგეთსების" რობინ ჰუდად შერაცხეს.

სწრაფი კვების ყველაზე გლობალურ რესტორნების ქსელს ამ ფაქტის შესახებ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ცნობილია შემთხვევები, როცა McDonald’s-ი საკუთარ თანამშრომლებს ამდაგვარი "შეცდომების" გამო ფულად ჯარიმებს უწესებდა. როგორ მოიქცევა ის ამ შემთხვევაში უცნობია, მაგრამ მიახლოებითი დათვლებით ბონდარჩუკმა თავისი "ქველმოქმედებით" კვების ქსელს 2000$-მდე ზარალი მიუყენა.

„იმედი მაქვს, რომ როცა ისინი (მომხმარებლებს) ზედმეტ "ნაგეთსს" ხედავდნენ ოდნავ იღიმებოდნენ“, - წერს კოუდი ბონდარჩუკი "ნაგეთსების რობინ ჰუდი".









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics