22:37 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 11:56:50, 699 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა აჩვენა, რომ პრაქტიკაში ხარვეზებია

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა აჩვენა, რომ პრაქტიკაში ძალიან ბევრი ხარვეზია.

ამის შესახებ წულუკიანმა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი უნდა გამარტივდეს.

„სისხლის სამართლის საბჭოზე ძალიან ბევრ სტრატეგიულ დოკუმენტს დავამტკიცებთ. ორი  მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება განსახილველი, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის რეფორმა, ამ ინსტიტუტმა აჩვენა, რომ საქართველოში, პრაქტიკაში ძალიან ბევრი ხარვეზები არსებობს. გვინდა, რომ შერჩევის წესი იყოს უფრო გამარტივებული. ის ვადები, რაც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული, იმას კი არ ხმარდებოდეს, რომ ნაფიცი მსაჯულები შეირჩეს და შემდეგ ვერ შეიკრიბოს  სასამართლო, არამედ სწრაფი შერჩევა შეიძლებოდეს  და პროცესის გამართვა დადგენილ ვადებში სწრაფად შეიძლებოდეს.  ასევე, აუცილებელია, რომ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი იყოს გასაგები თავად განსასჯელებისთვის. როდესაც განსასჯელი ხდება მსაჯვრდებული, მას უნდა ესმოდეს, რატომ იქნა დამნაშავედ ცნობილი. ჩვენ გვინდა, რომ ვერდიქტი მეორე ინსტანციაში პროფესიონალი მოსამართლეების ხელში საჩივრდებოდეს. რაც შეეხება დაკითხვის წესს, თქვენ იცით, რომ არასრულწლოვნებისთვის უკვე გვაქვს დაკითხვის ახალი წესი შემოტანილი.მას პრაქტიკაში საპილოტე რეჟიმში გამოვცდით, ხოლო  სრულწლოვნებისთვის გვინდა, რომ პირველ იანვარს ეს ინსტიტუტი იყოს მოდიფიცირებული",-განაცხადა თეა წულუკიანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics