17:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 10:02:02, 672 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგული 12 წლის გოგონები იპოვეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგული 12 წლის გოგონები იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს იმის შესახებ შეატყობინეს, რომ ე.წ „მოცეკვავე შადრევნებთან“ იმყოფებოდნენ 12 წლის გოგონები, რომლებიც ქართულად ვერ საუბრობდნენ, ტიროდნენ და სავარაუდოდ დაკარგულები იყვნენ.

„პატრულ-ინსპექტორები შეხვდნენ მოზარდებს, რომლებმაც მხოლოდ იმის თქმა შეძლეს რომ სომხეთიდან ბათუმში ჯგუფთან ერთად ავტობუსით არიან ჩამოსულები და დაიკარგნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მთელი ქალაქის მასშტაბით საერთაშორისო ნომრებით მოძრავი ავტობუსები გადაამოწმეს, რის შედეგადაც, რამდენიმე წუთში სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ აღმოაჩინეს სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული ავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდნენ ერევნიდან გასტროლებზე ჩამოსული ანსამბლის წევრები.

ანსამბლის ხელმძღვანელობისგან გაირკვა, რომ ისინი ქობულეთიდან ექსკურსიაზე ბათუმში ჩამოვიდნენ, რა დროსაც, ქალაქის დათვალიერებისას ორი გოგონა დაეკარგათ. ანსამბლის წევრები მათ პოვნას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების და გადამოწმების შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ორივე გოგონა ჯგუფთან მიიყვანეს და ავტობუსამდე მიაცილეს. საქართველოში სტუმრად მყოფი ანსამბლის ხელმძღვანელმა და სომხეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ქართველ სამართალდამცველებს დაკარგული მოზარდების პოვნისთვის მადლობა გადაუხადეს“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics