2015-07-11 14:54:00, 708 ნახვა
სამართალი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები გორის რაიონში დაამონტაჟეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ამჯერად გორის რაიონში დაამონტაჟეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ე.წ. საზღვრის გადმოწევის შედეგად, სოფლის კუთვნილი მიწების დაახლოებით 70 პროცენტი, სადაც მათ ხორბალი და ქერი აქვთ დათესილი, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეებმა მათ ფართობზე შესვლის უფლება მოსავლის აღებამდე მისცეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან