16:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 10:41:40, 544 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი მ. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის  ბრალდებით, ხოლო  1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ქ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის დასაწყისიდან გიორგი მ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობის გამოყენებით ფულს სისტემატურად სძალავდა.  გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გიორგი მ. აღიარებს ქურდულ სამყაროს.

„სამართალდამცველებმა გიორგი მ. ბათუმში, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე დააკავეს, რა დროსაც მისმა თანხლებმა შალვა ქ-მ პოლიციის თანამშრომლებს  წინააღმდეგობა გაუწია,  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ისიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება გიორგი მ-ს მიმართ ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე  (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით), ხოლო შალვა მ-ს მიმართ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics