2015-06-27 10:01:40, 620 ნახვა
სამართალი
ქედაში ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქედაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო დაეჯახა.
როგორც„ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან