14:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 19:08:36, 2479 ნახვა

სამხედრო
იზორია: აშშ და ნატო-ს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებულ ბრიგადაში, თავდაცვის ძალების იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სტრატეგიულ პარნტიორებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და თავისუფალ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ვიქნებით შეუპოვარნი ჩვენი სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიას თქმით, საქართველო თავისი ინტერესებისა და ვალდებულებების დასაცავად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს.

„ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ვალდებულებების დასაცავად, რასაც ქვეყნის დაცვის ვალდებულება ჰქვია. დღევანდელი დღე პირველად, სიმბოლურად, სწორედ იმ ჯარისკაცებს მივულოცეთ, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანებს ასრულებენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics