07:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 11:37:29, 482 ნახვა

სამართალი
ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, „დონატოს“ ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატო“- ს ფაქტობრივი მმართველი, თენგიზ წიქარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგოგრც „ექსპრესნიუსს“  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, შპს ,,დონატო“- ს კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით სისტემატურად ამზადებდა და შემდგომ რეალიზაციას უწევდა დიდი ოდენობით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ შებოლილ თევზს.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, შეცვლილი აქვს თვისობრიობა და საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით და 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics