08:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 14:37:23, 678 ნახვა

სამართალი
პროკურორი: როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალდებული პატიმრების მოთავსება ერთ საკანში არ ხდება

როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალდებული პატიმრების მოთავსება ერთ საკანში არ ხდება, თუმცა ეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომპეტენციაა, - ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითი სპეცრაზმელების საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა 7 ყოფილი სპეცრაზმელის ერთ საკანში მოთავსების თემის კომენტირებისას განაცხადა.

პროკურორის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შვიდივე ბრალდებული ე.წ. მატროსოვის ციხეში ერთ საკანშია მოთავსებული, მისთვის უცნობი იყო. გულუაშვილის განმარტებით, პატიმრების ერთად მოთავსება პრივილეგიად არ განიხილება.

"როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალდებული პატიმრების მოთავსება ერთ საკანში არ ხდება, თუმცა ეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომპეტენციაა. ზოგადად პატიმრები ერთ პირობებში არიან მოთავსებულები და არ მგონია, კონკრეტული პატიმრების ერთად მოთავსება პრივილეგიად განიხილებოდეს. ინფორმაცია ჩემთვის უცნობია, თუმცა ეს არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომპეტენცია“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

საკითხის შესახებ კომენტარი გააკეთა სპეცრაზმელების ადვოკატმა დავით დადიანმაც. მისი თქმით, დეტალებზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება,, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრო სრულად განმარტავს თავის პოზიციას.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული 7 ყოფილი სპეცრაზმელი ერთ საკანშია მოთავსებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურატურამ მტკიცებულებათა ნუსხა წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics