05:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 13:43:21, 544 ნახვა

სამართალი
ლაშა მახარაძის დედა არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ირაკლი ღარიბაშვილს ბოდიში მოუხადონ

ლაშა მახარაძის დედა არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბოდიში მოუხადონ.

როგორც ნინო დიდებულიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილმა უდანაშაულობის პრეზუმცია არ დაარღვია, გვარი არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. შესაბამისად, დიდებულიძის მოსაზრებით, არასამთავრობოები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სცდილობენ.

" არასამთავრობოებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ხალხის შეცდომაში შეყვანისგან და ღარიბაშვილს ბოდიში მოუხადონ, რადგან პრემიერს გვარი არ დაუსახელებია და უდანაშაულობის პრეზუმცია არ დაურღვევია. მან  თქვა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და არა გიორგი ოქროპირიძე. გიორგი ოქროპირიძის დასჯას მე მოვითხოვ და მე მიჩივლონ", - განაცხადა ლაშა მახარაძის დედამ.

ამწუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძისთვის ახალ ბრალთან დაკავშირებით, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა ოქროპირიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებას  ითხოვს. პროცესს ესწრება ლაშა მახარაძის დედაც, რომელსაც იმედი აქვს, რომ ოქროპირიძეს აღკვეთ ღონისძებას მიუსჯიან.

"საშიში დამნაშავის,  ოქროპირიძის ციხიდან გამოშვება არ უნდა მოხდეს. ვიცი, რომ ეს მოსამართლე სამართლიანია და ვიმედოვნებ, მიუსჯის აღმკვეთ ღონისძიებას",-განაცხადა ნინო დიდებულიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ  პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ბრალი  გუშინ წარუდგინა.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics