22:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 16:20:04, 846 ნახვა

სამხედრო
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლად პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლისთვის საბრძოლო დროშის გადაცემის საზეიმო ღონისძიება ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეკრებილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება. უწყების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის მიერ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები გაცილებით გამოცდილი, კარგად გაწვრთნილი, კარგად აღჭურვილი და უფრო თავსებადია, ვიდრე 10 წლის წინ.

მან ყოფილ აღმოსავლეთ სარდალს ბრიგადის გენერალ შავლეგო ტაბატაძე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახლად დანიშნულ სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობს.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics