2018-07-11 10:58:55, 581 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე ჯავშანსატანკო და საარტილერიო სწავლებები ჩატარდა
ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის „დანა“ ბატარეისა და ამავე ბრიგადის 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის საველე სწავლება დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2-კვირიანი საველე სწავლება ჯავშანსატანკო ეკიპაჟების მომზადებას, ასევე საარტილერიო ქვედანაყოფის წვრთნასა და შეფასებას ითვალისწინებდა.
საველე სწავლება საკვალიფიკაციო სროლებით დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს. II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო და ჯავშანსატანკო ქვედანაყოფები გეგმიურ საველე სწავლებებს მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად მომავალშიც გააგრძელებენ.
(NS)
ავტორი: ,