01:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 14:40:22, 428 ნახვა

სამართალი
ნოდარ ხადური: ჩვენი პოლიციელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ვერც ერთმა დამნაშავემ საქართველო ვერ დატოვოს

საქართველოს ფინანსთა  მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა.  როგორც ხადურმა  ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, ქართველი პოლიციელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ვერც ერთმა დამნაშავემ ქვეყანა ვერ დატოვოს.

"მინდა მივულოცო ყველა პოლიციელს პოლიციის დღე, წარმატებული საქმიანობა ვუსურვო, მათზე ბევრია დამოკიდებული და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოლიციელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა ვერც ერთმა დამნაშავემ საქართველო ვერ დატოვოს",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics