14:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 20:15:24, 725 ნახვა

სამხედრო
მამუკა ბახტაძე: ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს

„ტოტალური თავდაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყნისთვის, რომ განავითაროს თავის შესაძლებლობები ამ მიმართულებით“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის საპასუხოდ გააკეთა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იმ სამომავლო გეგმებით დაინტერესდა, რომელიც ქვეყანას ნატოსთანდაახლოებასა და თავსებადობის გაზრდაში დაეხმარება.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესს ახალ ეტაპზე აიყვანს, რის შემდეგაც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელობაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა ტაქტიკური შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის, აშშ-ის მხრიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "სტინგერების" გადმოცემაზე. საუბარი, ასევე შეეხო გერმანულ მხარესთან კონტრმობილურობის საკითხს, რომელიც მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

ლევან იზორიას განცხადებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სხვადასხვა სამხედრო სწავლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ რეფორმების შედეგად საქართველო კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ნატოს სტანდარტებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics